Accentnews.ge
"პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან, გეოპოლიტიკურად, ესაა ომი ევროკავშირთან"

"პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან, გეოპოლიტიკურად, ესაა ომი ევროკავშირთან"

24/06/2022 09:37:17 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ წერს, რომ რუსეთი ახლა ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ომშია ევროკავშირთან.

"უკრაინა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. გუშინ ევროპარლამენტთან ეს წინასწარ ავღნიშნეთ. ჩვენ ვგრძნობდით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ხელმძღვანელობა ასევე ცვლის ევროკავშირს: მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან შეუძლებელი ჩანდა. სადღეისოდ პუტინი ომშია ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვების დღე და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხის დღე. და არა მარტო უკრაინაში, არამედ მოლდოვაში. სავარაუდოდ - საქართველოშიც გრძელვადიან პერიოდში", წერს ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S