Accentnews.ge
"ოპოზიციის გარეშე პოლარიზაციის დასრულების პირობას ვერ შევასრულებთ "

"ოპოზიციის გარეშე პოლარიზაციის დასრულების პირობას ვერ შევასრულებთ "

24/06/2022 10:29:43 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პოლარიზაციის დასრულებისთვის თავიანთი პასუხისმგებლობა გაიზიარონ.

მისი თქმით, მთავრობა ყოველთვის მზადაა, კონსტრუქციული დიალოგისთვის და ამისთვის კარი არასდროს დაუხურავს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება, მმართველ გუნდი ოპოზიციასთან ერთად სამუშაოდ მზადაა „ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში“.

„ყველა ის პირობა, რომელიც არის მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ. რაც შეეხება პირველ პირობას და პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესშია პირველ რიგში, რომ ქვეყანაში იყო მშვიდოდა და მათ შორის, პოლიტიკურ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, აქ ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობაა და ნახევარი არის ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა – პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია პარტნიორებში და შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი სწორედ არის პოლარიზების დასრულება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას, შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S