"ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა, სხვა ინდივიდებს ჰქონდეთ, ჩვენ ამას შევისწავლით"
24/06/2022 10:38:22 პოლიტიკა
"ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა, სხვა ინდივიდებს ჰქონდეთ ჩვენ ამას შევისწავლით"
საქართვეელოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა, სხვა ინდივიდებს ჰქონდეთ ჩვენ ამას შევისწავლით".
"ოლიგარქი მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით. ბატომ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პიიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა და დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი და შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი არ გააჩნია პოლიტიკაში. ბლადებები არის უსაფუძვლო. ამას სჭირდება დასაბუთება. ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა, სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით", – განაცხადა პრემიერმა.


