"გვაქვს მზაობა, მინიმალურ სტანდარტებზე შევთანხმდეთ, მათ შორის ოპოზიციის ტელევიზიებში ვიაროთ"
24/06/2022 11:00:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციასთან “გარკვეულ თამაშის წესებზე” შეთანხმდებიან, მმართველი პარტია მზად არის, ოპოზიციის “მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში” იაროს.
“ჩვენ გვინდა, განვაცხადოთ საჯაროდ, გვაქვს და ყოველთვის გვქონდა მზაობა, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ოპოზიციასთან. როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და მათი ეს პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება მხოლოდ იმაზე, როგორ დაანგრიონ ქვეყანა და როგორ გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მათ შორის, მზად ვართ, რომ მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს რეალური დებატები, რეალური, საქმიანი, შინაარსიანი დებატები და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკვე რამდენიმე წელია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ რიგი მედიასაშუალებების ტელეეთერებში სტუმრობაზე.


