Accentnews.ge
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მოუწოდებს პარლამენტს, მდინარაძის მიერ ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევა შეისწავლოს

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მოუწოდებს პარლამენტს, მდინარაძის მიერ ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევა შეისწავლოს

24/06/2022 12:00:53 პოლიტიკა

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს დეპუტატ მამუკა მდინარაძის მიერ ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევა.

"დღეს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გუშინ, TV პირველის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე. კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ", - ნათქვაია ორგანიზაციის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S