"უკვე ცხადია, რა არის გასკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა"
24/06/2022 12:47:30 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროკავშირის ლიდერებს "საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის".
"სტატუსით თუ სტატუსის გარეშე ჩვენ ყველამ დღეისთვის ვიცით, რომ ის პირობები, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დასაკმაყოფილებელი, არის მსგავსი. ზოგ შემთხვევაში, ჩვენთან არის ზოგი პირობა უფრო მსუბუქი, სხვასთან რთული პირობა. ამ პირობების დაკმაყოფილება ყველას მოუწევს იმითვის, რომ რეალური გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, რომელიც უპირობო კანდიდატობიდან იწყება. კარგი ის არის, რომ ჩვენთვის არის უფრო ცხადი, გამომდინარე იმ პრიორეტებიდან, რომელიც დასახული, რა არის გასკეთებელი იმისთვის, რომ გვქონდეს უპირობო კანდიდატობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


