Accentnews.ge
კასიანოვი – კანდიდატის სტატუსზე: "არ არის ავანსი უკრაინისთვის, უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და თავისუფლებისთვის"

კასიანოვი – კანდიდატის სტატუსზე: "არ არის ავანსი უკრაინისთვის, უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და თავისუფლებისთვის"

24/06/2022 12:52:09 პოლიტიკა

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე უკრაინისთვის მინიჭებულ სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისი ქვეყნისთვის არა ავანსი, არამედ მრავალწლიანი თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია.

"ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინა ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის. ევროკავშირი იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და საკუთარი ღირებულებების დასაცავად, ნაკლებად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. უკრაინა თავის წვლილს შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. უკრაინაში მიმდინარე ომმა შეცვალა ადამიანების დამოკიდებულება, ევროპა და მსოფლიო", - განაცხადა კასიანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეცვლილია გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ასევე სწრაფად გახდება ევროპის სრულფასოვანი წევრი და ისაუბრა იმ გატარებულ რეფორმებზე, რაც მისმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაატარა. კასიანოვმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს მდგრადობის შენარჩუნება:

"ჩვენ გვაქვს სრული გაგება, რომ იმ ამოცანების შესრულება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, სჭირდება არა ევროკავშირს, არამედ ჩვენს ხალხს. უკრაინას უკვე შეაქვს თავისი წვლილი ევროპული ოჯახის გაძლიერებაში. უკრაინა აძლიერებს მის უსაფრთხოებას. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შთააგონებს უკრაინელ ხალხს რუს აგრესორთან ბრძოლის ფონზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც და წინა დღეებშიც რამდენჯერმე თქვა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი "ავანსად მიიღეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S