Accentnews.ge
"იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ ნახევარი ოპოზიური სპექტრი იქნება დასაჭერი"

"იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ ნახევარი ოპოზიური სპექტრი იქნება დასაჭერი"

24/06/2022 14:10:02 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ მტკიცებულებები, რომლითაც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე "კონსერვატიული მოძრაობის", იგივე "ალტ-ინფოს" ლიდერებს – კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს დააკავებენ.

მან პრეს–კონფერენციაზე ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ "არავის ეხალისება არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა".

"რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯას, იმ სტანდარტით, რომ წავყვეთ გამოძებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი ოპოზიური სპექტრი დასაჭერი. იცით, სისხლის სამართლის სტანდარტი რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია - არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდრტი - უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზ-შედეგობრვი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან", - განაცხადა კობახიძემ.

2021 წლის 5 ივლისს, იმ დღეს, როცა თბილისის ცენტრში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ქუჩაში სიძულვლის ჯგუფები "ალტ-ინფოს" ლიდერებისა და სასულიერო პირების მოწოდებით გამოვიდნენ. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა არცერთი ორგანიზატორი. ახლა, როცა საქართველოს 6-თვიანი ვადა აქვს იმ 12 მოთხოვნის შესასრულებლად, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატს სტატუსის მისაღებად, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა აქტუალურია. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S