Accentnews.ge
მინისტრი:"სანქცირებული პროდუქტით დატვირთულ გემს საბაჟოს თანხმობა არ მიეცემა"

მინისტრი:"სანქცირებული პროდუქტით დატვირთულ გემს საბაჟოს თანხმობა არ მიეცემა"

27/06/2022 08:24:30 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვეს.

„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით. საქართველოში, არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში პროდუქტების შემოტანის, მაგრამ საქართველოს უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ. საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”,- განაცხადა დავითაშვილმა.

მოგვიანებით, თემაზე კომენტარი გააკეთეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ბათუმის პორტში შესული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული.

„საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება - პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსვლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, რომ საქართველოს წყლებში - საქართველოს ნავსადგურებში უზრუნველყოფილი იქნეს, საზღვაო უშიშროება და პრევენცია შესაბამისი საფრთხეების. ყველა გემთან მიმართებაში ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ჩვენ ამ გემს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S