Accentnews.ge
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა

27/06/2022 11:20:20 პოლიტიკა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში ომბუდსმენმა პარლამენტში მარტის ბოლოს წარადგინა, თუმცა ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ დრომდე არ განუხილავს. რეგლამენტის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უსმენს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველი წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიაზე წარადგენს მოხსენებას ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზედაც პარლამენტი დადგენილებას ან რეზოლუციას იღებს. ეს წესი აქამდე არასდროს დარღვეულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S