Accentnews.ge
"მადრიდის სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვის"

"მადრიდის სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვის"

27/06/2022 12:08:34 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ.

მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის.

„მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე

"საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული კომუნიკაციები, სიტუაციის ანალიზი, კიბერუსაფრთხოება. ჩვენ ასევე, თბილისთან ახლოს გვაქვს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი. ჩვენ შეგვიძლია, მეტი რამ გავაკეთოთ ამ მიმართულებით, შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს კიბერშესაძლებლობის განვითარებაში და მეტი კადრი გამოვყოთ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში. ასე რომ, ამ სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S