Accentnews.ge
"ჩინჩალაძის არჩევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას  წარმოადგენს"

"ჩინჩალაძის არჩევა ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას წარმოადგენს"

27/06/2022 17:33:51 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა "ქვეყანაში შექმნილი ვითარების თავხედურ იგნორირებას" წარმოადგენს.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ გასულ კვირას ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სწორედ სასამართლოში გაბატონებული კლანური მმართველობაა, რომლის სათავეშიც დგას სწორედ ჩინჩალაძე. სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატობის წინაპირობების 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად განსაზღვრა, თუმცა დღევანდელი ნაბიჯით ნათელია, რომ იუსტიციის საბჭომ ამ რეფორმის განხორციელებას უკვე ღიად უთხრა უარი. ამგვარი ნაბიჯის გადადგმას საბჭო მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ მას ზურგს უმაგრებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, 12 - პუნქტიანი გეგმის არშესრულება ათწლეულობით ჩაუკეტავს კარს საქართველოს ევროპულ ოჯახში და კიდევ ათწლეულობით დატოვებს ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს გარეშე.

ნაცვლიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ჩაერთოს ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების და მის მიერ 12 პუნქტის შესრულების პროცესში. როგორც მან აღნიშნა, „წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისის გამწვავებაზე სრულად მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S