Accentnews.ge
"სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას"

"სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას"

27/06/2022 18:05:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "კონსტიტუციური წესრიგის პირდაპირი დარღვევად" აფასებს სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნას თანამდებობიდან პრემიერის გადადგომისა და ეროვნული ერთობის მთავრობის [ე.წ. ტექნიკური მთავრობის] შექმნის შესახებ.

"ეს ნიშნავს, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის პირდაპირი დარღვევა. ესეთი რაღაცები ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის და ა.შ. ხდება ხუნტის მიერ ხელისუფლების გატარიალების შემდეგ. [...] 1992 წელს ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იგივეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას. რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით ჩვენ, რომელიც იყო 1992 წელს", – განაცხადა კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების შემდეგ სახალხო მოძრაობამ, რომლის ორგანიზაებითაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციები იმართება, ორი მოთხოვნა გააჟღერა:

  • თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;
  • ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12–ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S