დღეს მადრიდში ნატო-ს სამიტი იწყება
28/06/2022 06:24:30 პოლიტიკა
დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამიტი იწყება.
ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები და დაამტკიცონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
სამიტის დღის წესრიგი, მოიცავს, მათ შორის იმის განხილვას, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ ნატო–ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე.
სამიტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების გარდა, პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც გუშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მადრიდის სამიტზე დაამტკიცებენ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის – საქართველოსთვის.


