Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი მადრიდში NATO-ს სამიტზე გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი მადრიდში NATO-ს სამიტზე გაემგზავრა

28/06/2022 07:35:10 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S