Accentnews.ge
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი – კობახიძეს: "ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს"

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი – კობახიძეს: "ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს"

28/06/2022 08:31:20 პოლიტიკა

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ ევროპას მისთვის ადგილი არ აქვს.

ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ბრალდებებს შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, კარლ ბილდტის მიმართ. კობახიძის განცხადებით, კარლ ბილდტი „ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია“.

„როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთისკენ სვლა. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს“, – ასე მიმართავს კობახიძეს "ტვიტერზე" ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, „დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ბილდტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო.

„კარლ ბილდტი „აიჭრა“, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S