Accentnews.ge
"ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება"

"ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება"

28/06/2022 08:55:17 პოლიტიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში „კლანური“ ძალაუფლება შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად იქნება გამყარებული.

"ევროკავშირის რეკომენდაციებში არ არის საუბარი ცალკეულ მოსამართლეზე ან პოზიციებზე, საუბარია ფუნდამენტურ რეფორმებზე, რომლებიც გულისხმობს, მათ შორის საბჭოში გადაწყვეტილების წესის მიღებას, მის დაკომპლექტებას და სხვას. კანონმდებლობის ცვლილების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. ცხადია, რომ ხელისუფლებას არ სურს რეფორმის გატარება. დაშვება იმის, რომ სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და რეფორმის გარეშე ასეთი ნაბიჯები გადაიდგას, არის ცალსახად კლანისთვის და ხელისუფლებისთვის სასარგებლო“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

27 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა, რამდენადაც მათი განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S