Accentnews.ge
"რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა?"

"რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა?"

28/06/2022 12:28:55 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია.

"რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა ადამიანმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. ერთ ნაწილს საზოგადოების ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ და თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და თვითონ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები. ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?” – აცხადებს ელისაშვილი.

3 ივლისს თბილისში დაგეგმილია აქცია „შინ ევროპისკენ“, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამ მოთხოვნების შესასრულებლად ამავე სახელწოდების მოძრაობამ ხელისუფლებას ვადა 3 ივლისამდე მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S