ევროპარლამენტარი კობახიძეს პასუხობს: "ჩეხეთში ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დაიძლია, იმავეს ვუსურვებ საქართველოს"
28/06/2022 14:43:59 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, მწვანეთა ალიანსის წევრი, მარკეტა გრეგოროვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც ჩეხეთში ევროპარლამენტარის რეიტინგი გააკრიტიკა.
"დიახ, ჩვენი ჩეხეთის ახალგაზრდა დემოკრატია ამაყობს საკუთარი მრავალფეროვნებით. გვაქვს რა ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომელმაც ოლიგარქის მოსაშორებლად უთანხმოება დაძლია. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომლებიც საზოგადოების მრავალფეროვნებას წარმოადგენენ". - წერს Twitter-ზე მარკეტა გრეგოროვა.
კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, "გრეგოროვამ ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა, ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში".


