Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "დღეს და ყოველთვის ვდგავართ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით"

აშშ–ის საელჩო: "დღეს და ყოველთვის ვდგავართ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით"

29/06/2022 07:37:22 პოლიტიკა

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, "აშშ ყოველთვის დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით"

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ "თბილისი პრაიდის" კვირეული ქართული ქვიარფილმის სახელწოდებით „სველი ქვიშა“ გაიხსნა. ჩვენებას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S