აშშ–ის ელჩი – ბათუმში შემოსულ სანქცირებულ პროდუქტზე: "ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია, ვიკვლევთ"
29/06/2022 08:00:24 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ იკვლევენ ბათუმში შემოსული თურქეთის დროშის მქვეშ მცურავი გემის საქმეს, რომელიც სანქცირებული ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული.
დეგნანის თქმით, ეს შემაშფოთებელი ფაქტია..
„ჩვენ ნამდვილად ვიკვლევთ ამ საკითხს. ეს ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ თვალს ვადევნებთ ამგვარ ქმედებებს ყველგან. ვმუშაობთ სახელმწიფო სამსახურებთან, მათ შორის საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, სამინისტროსთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლებამ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმეთვალყურეობთ სანქციების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას და ასეც გავაგრძელებთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.


