ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი: "მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ნატო-ს წევრი"
29/06/2022 08:16:08 პოლიტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ნატო-ს წევრი.ამის შესახებ მან მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა.
პენდაროვსკის თქმით, ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა შეუშალონ ხელი საქართველოს ან სხვა ქვეყნებს, გახდნენ ალიანსის წევრები.
"ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს საუკეთესო პოლიტიკა იყო ღია კარის პოლიტიკა, ის არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი და ასევე მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრების ნატო-სთან მიერთებას. ვფიქრობთ, ალიანსის კარი ღია უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს ალიანსში შესვლა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა შეუშალო ხელი საქართველოს და სხვებს გახდნენ ნატო-ს წევრები, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს პოლიტიკა და ალიანსებიც", - აცხადებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.


