Accentnews.ge
ბელგიის პრემიერი: "სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს"

ბელგიის პრემიერი: "სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს"

29/06/2022 08:19:06 პოლიტიკა

ბელგიის პრემიერ–მინისტრ ალექსანდრე დე კროოს განცხადებით, "სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს". ამის შესახებ მან მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის გასულ კვირას იყო, როდესაც საუბარი იყო ევროპულ გაფართოებაზე. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის. ზოგმა შესაძლოა თქვას, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურ გზავნილებსაც დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავისუფალი ღირებულებებისკენ გზა გახსნილია. ვიცით, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ბევრ ძალისხმევას საჭიროებს", – განაცხადა ბელგიის პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S