Accentnews.ge
სარჯველაძე – თანაპარტიელების პარტიიდან წასვლაზე: "ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას"

სარჯველაძე – თანაპარტიელების პარტიიდან წასვლაზე: "ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას"

29/06/2022 09:55:31 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თანაპარტიელებს სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს, რომლებმაც არტია გუშინ დატოვეს, "ცხელი პოლიტიკურ თემებზე" სავარაუდოდ, განსხვავებული რიტორიკა ექნებათ..

"მთავარი შინაარსი, რასაც ეფუძნება გადაწყვეტილება, არის მარტივად ახსნადი, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ არაორდინალურია. როცა პოლარიზების შემცირება არის მთავარი ამოცანა პოლიტიკური აქტორებისა, ასეთ ფონზე შეიძლება, მეტი თავშეკავება გვმართებდეს რიტორიკაში, განცხადებებში, მსჯელობაში ყველა პოლიტიკოსს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება არსებობდეს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა უფრო მეტად ინფორმირება, უფრო გახსნილი დისკუსია შეიძლება იყოს დილემატური, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ამ ხაზის და მიმართულების არჩევანთან გვაქვს საქმე სამი ჩემი კოლეგის მხრიდან და შესაბამისად, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პატივისცემითა და გაგებით უნდა შევეგებოთ. ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას სამომავლოდ, ეს არ იქნა "ქართული ოცნების" მხრიდან მხარდაჭერილი, რადგან ვფიქრობთ, გაცილებით თავშეკავებულები უნდა ვიყოთ რიტორიკაში",- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" გუშინ დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S