ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს
29/06/2022 12:49:26 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


