Accentnews.ge
რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს

29/06/2022 17:56:25 პოლიტიკა

რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით ბრიტანეთი საქართველოს ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის წინა ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების დასახვეწად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი დიდი ხანია, იყენებს საქართველოს, როგორც მისი კიბერშესაძლებლობების საცდელ ადგილს. მისი ცნობით, ხსენებული ფინანსური დახმარება არის საქართველოსთვის აღმოჩენილი კიბერმხარდაჭერის მორიგი ფაზა, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია – გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S