შარლ მიშელი: "ვიღებთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად"
29/06/2022 19:01:59 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმიანება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი. ვიღებთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, –წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.


