Accentnews.ge
"ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ყველა ძალის გაერთიანებას მოითხოვს"

"ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ყველა ძალის გაერთიანებას მოითხოვს"

30/06/2022 08:38:17 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ "ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ყველა ძალის გაერთიანებას მოითხოვს".

„ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როდესაც დასკვნაში წარმოდგენილი პირობები შესრულდება. მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები, ვინაიდან ეს მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, საერთო პლატფორმის გამონახვას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროგრესის მიღწევისთვის ინკლუზიური მეთოდის გამონახვას", –აღნიშნა ელჩმა.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S