Accentnews.ge
ჩეხეთის ელჩი: "ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს ალიანსის გაფართოების თემა"

ჩეხეთის ელჩი: "ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს ალიანსის გაფართოების თემა"

30/06/2022 09:14:19 პოლიტიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკას განცხადებით, "ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს ალიანსის გაფართოების თემა".

„ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა, რაც ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადეს, მუშაობს დღესაც და ამის დადასტურება გახლავთ შვედეთისა და ფინეთის მიღება. ეს არის გაფართოების დასტური და, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებს დიდ იმედს აძლევს, რომ მათი საკითხიც იქნება გადაჭრილი. ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა. ნატო ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდში ნატო–ს ლიდერების შეხვედრის შემდეგ ალიანსმა სამიტის დეკლარაცია და ახალი სტრატეგიული კონცეფცია გამოაქვეყნა, რომელშიც "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ არის დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S