Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი - კელი დეგნანის განცხადებაზე: "ФСБ–ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი"

შალვა პაპუაშვილი - კელი დეგნანის განცხადებაზე: "ФСБ–ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი"

30/06/2022 11:20:12 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მას ФСБ-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ აქვს. ასე უპასუხა მან აშშ-ის ელჩის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

აშშ-ის ელჩის თქმით, ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. მმართველი პარტიიდან ორი დღის წინ წასულმა სამმა პოლიტიკოსმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S