Accentnews.ge
"თუ მოწინააღმდეგეები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გააკეთა და ახლა უკრაინაში აკეთებს, ეს მთელი ალიანსის პასუხს გამოიწვევს"

"თუ მოწინააღმდეგეები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გააკეთა და ახლა უკრაინაში აკეთებს, ეს მთელი ალიანსის პასუხს გამოიწვევს"

30/06/2022 13:26:53 პოლიტიკა

ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგი განცხადებით, "თუ მოწინააღმდეგეები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გააკეთა და ახლა უკრაინაში აკეთებს, ეს მთელი ალიანსის პასუხს გამოიწვევს". ამის შესახებ მან მადრიდში სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ უფრო საშიშ, უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ცხელი ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ომი იწვევს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს ვცემთ მათ მამაცობასა და ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს. კერძოდ, თუ ეს გახდება სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და ნატო–ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს ვხედავთ უკრაინაში. ამიტომ ნატო–ს ორი მთავარი ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. ნატო და ნატო–ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატო არ არის ადგილზე კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ღირსეულ პარტნიორს – უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. ამასთან, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმოდგენილობა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი არასწორი გათვლა და გაუგებრობა მოსკოვში, ჩვენს მზადყოფნაზე, რომ დავიცავთ ალიანსის ყველა სანტიმეტრს. ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგეების გონებაში არ იქნება გაუგებრობა, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში გააკეთა და ახლა უკრაინაში აკეთებს, ეს მთელი ალიანსის პასუხს გამოიწვევს. ეს არის მთავარი გზავნილი და ეს არის მიზეზი, რატომ ვახდენთ თავდასხმის პრევენციას და ვინარჩუნებთ მშვიდობას ნატო-ს ალიანსის თითქმის ერთი მილიარდი მცხოვრებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S