Accentnews.ge
"როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“

"როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“

01/07/2022 08:22:12 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გუშინ აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“.

მისი თქმით, ოხანაშვილმა მომხდარის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს:

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ მე იმწამსვე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და არ დამიწყია თავის მართლება. ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რომ ამაზე კომენტარი მიწევს, ბოდიშის მოხდა საზოგადოებისთვის, გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს.

როგორც მან აღნიშნა, "ეს არის გზავნილი ასევე, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის "ქართული ოცნება" ყველაფერზე წავა":

„ჩვენთვის არაფერს ნიშნავს არც დასავლეთი, არც ამერიკა და წამსვლელი ვართ ყველაფერზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“ - ეს არის გზავნილი და ამას აჟღერებენ ყოველ დღე, როცა ცემენ სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უსწორდებიან ფიზიკურად პოლიტიკოსებს, როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S