Accentnews.ge
"საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს"

"საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს"

01/07/2022 09:23:35 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს".

"გამაოგნებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოაწყვეს ჯგუფური თავდასხმა დამოუკიდებელი მედიის მენეჯერზე. ვფიქრობ, ეს არის სამარცხვინო და ცხადია, ნორმალურ პოლიტიკურ ძალას ადეკვატური რეაგირება ექნებოდა ამაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურ ძალადობაში იღებს მონაწილეობას, ჩემი აზრით, უნდა ტოვებდეს პარლამენტის წევრის მანდატს",– აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S