Accentnews.ge
"ერთ მხარესაა პროვოკატორი, მატყუარა, უთავმოყვარეო წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ოხანაშვილი ევროპული განათლებით"

"ერთ მხარესაა პროვოკატორი, მატყუარა, უთავმოყვარეო წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ოხანაშვილი ევროპული განათლებით"

01/07/2022 10:09:27 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ მხარეს არის პროვოკატორი, უთავმოყვარეო ადამიანი და მეორე მხარეს კი ერუდირებული და ღირსეული კაცი.

„ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა! ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.

ზუსტად ასეთი განსხვავებაა „ნაცებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ „ნაცების“ კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც "პოლიტპატიმრობას" ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა!“ - წერს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S