Accentnews.ge
"კატუკია სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო"

"კატუკია სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო"

01/07/2022 11:34:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა კატუკია "არ შეესაბამებოდა თანამდებობას".

მისი თქმით, კატუკია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეგობარია და თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშა.

"როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყი, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს, ვის რისი უფლება აქვს. კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად გეტყვით, რომ ის არ შეესაბამებოდა მის თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა კატუკიას ბრალდებებს " ცილისმწამებლურს" უწოდებს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, "დიპლომატმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა".

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი აცხადებს, გადადგომის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის" გამო მიიღო.

თეა კატუკია აცხადებს, რომ მუშაობა უწევდა "მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში", რაც მისივე თქმით, სათავეს იღებს "სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S