ფოთში „შინ ევროპისკენ“ კამპანიისას უგულავას აგინეს
01/07/2022 11:42:34 პოლიტიკა
საქართველოში "შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად ფოთში ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერს გიგი უგულავას აგინეს.
პოლიტიკოსები, მათ შორის გიგი უგულავა და ლევან თარხნიშვილი ქალაქში მდებარე ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ხვდებოდნენ და ფლაერებს არიგებდნენ. მათ თან დაჰყვებოდნენ აგრესიულად განწყობილი პირები, რომლებიც პოლიტიკოსებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„ნაბო*არო შენ, შენს დედას შევ**ი, თქვე ბო*ებო, უგულავა, შე ღო*ო, მოგი***ნ ოჯახი“, – ასე მიმართავს ერთ-ერთი მოქალაქე უგულავას.
მოქალაქეების ნაწილმა უგულავას „ბიუჯეტის ქურდი“ უწოდა და გაიმეორა კონსპირაცია ევროკავშირის შესახებ, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში ევროპული კურსის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია "ქართულო ოცნების" მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხვდებათ.


