Accentnews.ge
"აშშ-ის საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა"

"აშშ-ის საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა"

01/07/2022 12:46:10 პოლიტიკა

"აშშ-ის საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა", – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აშშ-ის საელჩოში გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, "ის განცხადებები, რაც ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან ისმის, დამამძიმებელია":

"ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სირცხვილია, იმის გამო, რომ ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არ არის ადვილად ჩამოსარეცხი. ის, რომ ეს ხალხი ქართველობაზე დებს თავს და ამით ამართლებს თანამდებობის პირებისგან ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიღებაზე, სტუმრად ყოფნისას ძალადობას, პირდაპირი დიაგნოზია. ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა იმ დეგრადაციისა, რაც ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას“.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S