Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე –ვატო წერეთლისთვის ხელის გარტყმაზე: "მეც იმავეს გავაკეთებდი"

ირაკლი კობახიძე –ვატო წერეთლისთვის ხელის გარტყმაზე: "მეც იმავეს გავაკეთებდი"

01/07/2022 13:44:46 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელის, ანრი ოხანაშვილისადმი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა „უმძიმესი პროვოკაცია“ მოაწყო, რაზეც სათანადო პასუხი მიიღო და ამ სიტუაციაში, ისიც იმავეს გააკეთებდა.

"ყველამ იცის ამ ინციდენტის დეტალები რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი; ამას სჭირდება სათანადო რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, მისთვის ცნობილია ის ფრაზა, რომელიც ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს უთხრა, თუმცა, კობახიძე ამბობს, რომ მას „ეთიკურობიდან გამომდინარე ვერ გაიმეორებს“.

„ვერ დავეშვებით "ჭუტას" დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის დონზე გაეცა შესაბამისი პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S