Accentnews.ge
"თუ ოპოზიცია გვერდზე გადადებს ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ყველაფერი შესაძლებელი იქნება"

"თუ ოპოზიცია გვერდზე გადადებს ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ყველაფერი შესაძლებელი იქნება"

01/07/2022 14:05:57 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "თუ ოპოზიცია გვერდზე გადადებს ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ყველაფერი შესაძლებელი იქნება".

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ხდებოდა აქამდე ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას. ჩვენი ძალისხმევით გაფორმდა ჯერ 2020 წელს 8 მარტის შეთანხმება, მერე 2021 წელს 19 აპრილის შეთანხმდა. რომ არა ჩვენი ინიციატივები და აქტიური ქმედებები, არც ერთი და არც მეორე შეთანხმება არ გაფორმდებოდა. თუმცა გახსოვთ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც, როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას. რაც შეეხება ამაზე ოპოზიციის პასუხს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა, გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი. ყველაფერი არის ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გადადებენ ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, მაგრამ თუ მათ არ სურთ ევროპა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, პარტიამ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S