სამადაშვილი – "ოცნების" გეგმაზე": "იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს"
01/07/2022 14:29:22 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დღეს წარადგინა, უკვე გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში. სამადაშვილს მიაჩნია, რომ ეს "უაზრო თამაშია", რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა შეყვეს.
"დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს", - აცხადებს სამადაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა.


