Accentnews.ge
ხაზარაძე – "ოცნების" გეგმაზე: "კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ"

ხაზარაძე – "ოცნების" გეგმაზე: "კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ"

01/07/2022 17:28:29 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ".

"ვისაც დღეს კობახიძის “გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა, პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს , შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ… კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა", - აცხადებს ხაზარაძე.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S