Accentnews.ge
ბოკერია – "ოცნების" გეგმაზე: "ეს წინადადება ცინიზმია და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ"

ბოკერია – "ოცნების" გეგმაზე: "ეს წინადადება ცინიზმია და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ"

01/07/2022 17:11:11 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას ეხმიანება და მას "ცინიზმს" უწოდებს.

"იმ ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რა კურსიც აქვს ივანიშვილს აღებული, ეს წინადადება არის ცინიზმი და სერიოზულად არც კი უნდა განვიხილოთ არავინ, ჩემი აზრით, თუ ხდება საოცრება და ივანიშვილი გონს მოეგო და ყველაფერი იცვლება, ამას ვნახავთ, შეიცვალა თუ არა. ამაზე და საოცრებაზე გათვლა არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი ამოცანა, მობილიზება საზოგადოების, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება", – აცხადებს ბოკერია.

დღეს "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S