Accentnews.ge
"მაპოლარიზებელია დისკუსია, რომელიც ოპონენტის არალეგიტიმურად გამოცხადებაზეა ფოკუსირებული"

"მაპოლარიზებელია დისკუსია, რომელიც ოპონენტის არალეგიტიმურად გამოცხადებაზეა ფოკუსირებული"

03/07/2022 14:33:26 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში "მოხარულია, რომ საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პირობის დაკმაყოფილებაზე და, რომ პოლიტიკური ძალები ფიქრობენ იმაზე, როგორ შეასრულონ ეს პირობები".

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროპის იდეას, მონაწილეობს ამ ძალისხმევაში და იყენებს შესაძლებლობებს, რომელიც ეძლევათ“.

"არც ერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია არის ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელი. 4 წელია, რაც თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა საქართველოში, იქნება ეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა განხორციელდეს ყველა მხარის მიერ ერთად და ერთდროულად“,- განაცხადა ქნირშმა.

მისი თქმით, დემონსტრაციების გამართვა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა, პარლამენტში კანონის შექმნასთან დაკავშირებით დებატების მოწყობა - „ლეგიტიმური დისკუსიაა“.

"ხოლო დისკუსია, რომელიც ფოკუსირებულია მეორე მხარეს მყოფ პირებზე, რომლებიც განსაზღვრული არიან, როგორც არალეგიტიმური ან ქართულ პოლიტიკაში მუშაობის მხრივ უუნარო - ასეთი დისკუსია მაპოლარიზებელია და თავიდან უნდა იქნას აცილებული“, –დასძინა ელჩმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარმოადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S