Accentnews.ge
"კობახიძის თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმას კანდიდატის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არაფერი აქვს"

"კობახიძის თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმას კანდიდატის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არაფერი აქვს"

03/07/2022 19:30:00 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ირაკლი კობახიძის თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან საერთო არაფერი აქვს".

"ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო), თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( „თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე“ ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა), თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები“ გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან. ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი. ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა: ევროპა თუ ძალაუფლება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S