სარჯველაძე სამხარაძის ქცევას "ადამიანური სისუსტის გამოვლინებად" აფასებს
04/07/2022 08:00:06 პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის გინება „ადამიანური სისუსტის გამოვლინება“ იყო, მაგრამ არ თვის, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველი უნდა გახდეს:
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კოლეგის ქცევას გამოხატვის ფორმის კონტექსტში განიხილავს და მის გვერდით ჯდომას უხერხულად არ მიიჩნევს.
„ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა. ვიდეო დეპუტატმა სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა: „10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს“.
ორიოდე დღით ადრე აშშ–ის საელჩოში "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და მედიამენეჯერს შორის მომხდარი ინციდენტი მმართველ გუნდში "უდიდესი პროვოკაციით" ახსნეს.


