Accentnews.ge
აჭარის მთავრობის მეთაურმა კვლავ პუტინისტური ჯგუფების ლექსკია გამოიყენა აზრის გამოსახატად

აჭარის მთავრობის მეთაურმა კვლავ პუტინისტური ჯგუფების ლექსკია გამოიყენა აზრის გამოსახატად

04/07/2022 08:39:00 პოლიტიკა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ კვლავ ჰომოფობიური ლექსკია არჩია თბილისში გამართული აქციის შესაფასებლად.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს:

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, - ამგვარად შეაფასა რიჟვაძემ მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ ორგანიზებული აქცია.

ცნობისთვის: დასავლური კურსის მხარდამჭერთა წინააღმდეგ მსგავს ფორმულირებას პრორუსული ჯგუფები იყენებენ.

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

პროტესტი 3 ივლისს რუსთაველზე დაიწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. ამ დროისთვის მიტინგი დაშლილია. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმსჯელებენ სამოქმედო გეგმაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S