"ოცნების" წევრი დეპუტატი, რომელმაც გუშინ აქციის მონაწილეებს აგინა: "ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის"
04/07/2022 08:39:42 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელმაც გუშინ აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს აგინა, აცხადებს, რომ "მისი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის".
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
3 ივლისს სამხარაძემ "ქართული ოცნების" ოფისიდან "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს აგინა.


