Accentnews.ge
"გუშინ საბოლოოდ წაიშალა ზღვარი ენმ-სა და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის"

"გუშინ საბოლოოდ წაიშალა ზღვარი ენმ-სა და ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის"

04/07/2022 10:31:48 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 3 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციას ეხმიანება და ამბობს, "გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი "ნაციონალურ მოძრაობასა" და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის".

კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკომისიის რეკომენდაციების "თითოეულ პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებს". მანვე აღნიშნა, რომ "ოცნებამ" უკვე დაიწყო ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა და იმოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი "ნაციონალურ მოძრაობასა" და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობის NGO სატელიტები კი ამ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. ჩვენ სამი დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, სამწუხაროდ, ამ გეგმას ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს, თუმცა ჩვენთვის მათი ქმედებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S