Accentnews.ge
რა ვიცით ბილწსიტყაობით გამორჩეული "ოცნების" წევრი დეპუტატის განათლებაზე

რა ვიცით ბილწსიტყაობით გამორჩეული "ოცნების" წევრი დეპუტატის განათლებაზე

04/07/2022 11:03:23 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრ დეპუტატ დიტო სამხარაძეს, რომელმაც გუშინ აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს აგინა, განათლება საქართველოსა და რუსეთში აქვს მიღებული.

კერძოდ, პარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,

დიტო სამხარაძეს 2014 წელს თბილისში დამთავრებული აქვს საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“,

2016 წელს – რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სპეციალობით პერსონალის მართვა.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ამ კუთხით ბილწსიტყაობით გამორჩეული დეპუტატის მონაცემები ასე გამოიყურება:

სამუშაო გამოცდილება:

2015 - 2016

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

2012 - 2015

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

2009 - 2011

Vitakan oy წარმომადგენელი კავკასიაში

2008 - 2008

Baltic tank.oy, ბიზნეს გადამზადება

2004 - 2009

აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი

2003 - 2005

შპს „ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი

2003 - 2003

5 Line production რეკორდ მენეჯერი

2001 - 2002

LTD IVI oy FINLAND პროექტმენეჯერი

ცნობისთვის: დეპუტატმა გუშინ დემონსტრანტებს უშვერი სიტყვებით აგინა.

სამხარაძემ დღეს განაცხადა, რომ "მისი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის, თუმცა უკაცრავად საზოგადოებასთან":

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "უხამსობა "ნაციონალური მოძრაობის" პიარული ხაზია":

"დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება და საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი არის ნათქვამი. რაც შეეხება უხამსობას, ეს არის მათი [ენმ] პიარული ხაზი ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა და მით უმეტეს ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და თქვენი ტელევიზიები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S