Accentnews.ge
შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლის თაობაზე განმარტებას აკეთებს

შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლის თაობაზე განმარტებას აკეთებს

05/07/2022 14:34:08 პოლიტიკა

შემოსავლების სამსახური ეხმიანება ინფორმაციას ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლის თაობაზე და აცხადებს, რომ ხსენებულ გემს შეზღუდვა არ ეხება. კერძოდ, უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

„განვმარტავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საღუზე რაიონში მყოფი რუსული დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი (რეგისტრაციის ნომრით - NEFTERUDOVOZ-47M) არის ბალასტით, ანუ ტვირთის გარეშე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი შემოსულია ეგვიპტიდან, „დამიეტტას“ ნავსადგურიდან, ხოლო ბათუმის ნავსადგურიდან გეგმავს ტვირთის გატანას ექსპორტზე. აღნიშნულ გემზე, ისევე როგორც ტვირთზე არ ვრცელდება რაიმე სახის შეზღუდვა (აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 30 ივნისს გაავრცელა)“,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S